X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სოფელ ნიგოეთის აღსაზრდელები ახალ საბავშვო ბაღში ივლიან

25 ივლისი 2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველო მასშტაბით 87 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილის დასრულებას ახალ სასწავლო წლისათვის გეგმავს. კიდევ ერთი თანამედროვე  საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთში. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

შესრულებული სამუშაოების დაათვალიერა რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო და მოპირკეთების სამუშაოები.

სოფელში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა  და მშობლებს დიდი მანძილით დაშორებულ მეზობელ სოფელში უწევდათ ამორტიზებულ ბაღში პატარების წაყვანა. ახალი სასწავლო წლიდან, თანამედროვე  საბავშვო ბაღში ორივე სოფლის აღსაზრდელები ივლიან.